მმართველი გუნდის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ შეჩერებული პროექტები და დაფინანსება ისევ ურთიერთბრალდებების საგანია.
დაფინანსება შეწყვეტილი „ქართული ჯარი“, სასამართლო, ლუგარის ლაბორატორიის კვლევის პროექტები და გადადებული სამხედრო წვრთნები – მიღებული გადაწყვეტილებები ოპოზიციისთვის პარტნიორულ ურთიერთობებს სრულად შეესაბამება. ხელისუფლების ოპონენტები ამ პროცესში პასუხისმგებლობას სრულად მმართველ გუნდს აკისრებენ. რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია, რომელიც დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებებში არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას ხედავს. პარალელურად, სახელისუფლებო გუნდი გეგმავს შეწყვეტილი დაფინანსების საპასუხოდ, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოს.