საარჩევნო სუბიექტი „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მაჟორიტარების კანდიდატები, პარტიული სიის და მერობის კანდიდატი წარდგინა. პარტიის მერობისთვის ქეთევან ნაკაშიძე იბრძოლებს, ხოლო პარტიის სიის პირველი ნომერი თავად მამუკა ტუსკაძე იქნება. მათი თქმით, აქტიურად ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში.