ქალთა კვოტირების გაუქმება – „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი სავალდებულო კვოტირების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს.
„გირჩის“ წინადადებას განსაკუთრებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ქალთა კვოტირების გაუქმება მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებში შედის. ბრალდების ადრესატები კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.