არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები აღარ იქნებიან ვალდებული საკუთარი სია გენდერული ბალანსით შეადგინონ, რასაც ქალთა კვოტირების შესახებ არსებული რეგულაცია ითვალისწინებდა. ინიციატივა პარტია „გირჩს“ ეკუთვნის, რომელიც ცვლილების აუცილებლობას ქალთა დისკრიმინაციით ასაბუთებს. ოპოზიციური პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ. შეთანხმება გულისხმობს კონკრეტულ საპასუხო მოქმედებას. „გირჩმა“ მხარი უნდა დაუჭიროს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურას.