„ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.
მიზეზი არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. პარტიის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა. ამასთან მათთვის „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელობის მხრიდან გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მოულოდნელი აღმოჩნდა. ვარკეთილის ორგანიზაციის დაშლას პარტიაში ეხმაურებიან. ოთო კახიძე აღნიშნულს ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილს უწოდებს, თავად ყოფილ პარტიელებს კი – სუს-ის აგენტებს.
რაც შეეხება უმრავლესობას, „ქართულ ოცნებაში“ ელოდებიან, რომ „ევროპულ საქართველოს“ ახლო მომავალში წევრები კიდევ დატოვებენ.