გზავნილები და დაპირებები, რომლებსაც საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური ძალები მოსახლეობას სთავაზობენ.
საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლმა პარტიებმა ქვეყნის განვითარების ხედვა, სტრატეგია და კონკრეტული მიზნების რეალობად ქცევის გზები წინასაარჩევნო პროგრამებში გაწერეს. ამ პროგრამებში პრიორიტეტები სფეროების მიხედვით განსხვავებულია. პოლიტიკური სუბიექტები აქცენტს ძირითადად ეკონომიკაზე, განათლებასა და სოციალურ პროგრამებზე აკეთებენ. მათ საარჩევნო ხედვაში ამოიკითხავთ ახალ იდეებსა და ინიციატივებსაც.
დღეს ხუთი პარტიის სტრატეგიას გაგაცნობთ.