საარჩევნო დაპირებები, სტრატეგია და მოსახლეობასთან შეხვედრები – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო აქტივობები სულ უფრო იზრდება. პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს რეგიონებსა და დედაქალაქის მასშტაბით ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას აცნობენ. პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად წელს პოლიტიკურ სუბიექტებს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.