„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა და ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რაც ქართველი ხალხისთვის მიუღებელია.