ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიუროს ხელმძღვანელმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებიც მისი განცხადებით, სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ დაფინანსებას. რაჟდენ კუპრაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტებმა დაფინანსების შესახებ სრული დოკუმენტაცია ანტიკორუფციულ ბიუროს 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინონ.
რას აცხადებენ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებში, – თამარ წიკლაური გვიერთდება დეტალებით.