პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დღეს დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გავა. პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასევე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ იმ დეპუტატებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.