პარტიების დაფინანსების წესი იცვლება.
საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტი ახალი მოდელის დამტკიცებას გეგმავს. ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს კონსულტაციებზე იწვევს.
ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძესთან ერთად პარტიების დაფინანსების დღევანდელი მოდელი არც ოპოზიციას და მესამე სექტორს მოსწონთ.
ოპონენტების ნაწილი ცვლილებების საკუთარ ვარიანტს ამზადებს.