პარტიების დაფინანსების წესი

მმართველი გუნდი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძიეს თქმით, ფართო კონსულტაციები საკითხზე უახლოეს დღეებში დაიწყება, პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი იმედოვნებს, რომ პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე სესიის ბოლომდე დაამტკიცებს, საერთო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდება. კობახიძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების ფორმულა უნდა  გადაისინჯოს ისე, რომ რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება გაიზარდოს.