პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი სადავო თემა – პარტიების დაფინანსების წესი მკაცრდება.
თუ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცდება, პარტიების დაფინანსება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, იურიდიული პირები კი ამ უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. კანონდამრღვევების მიმართ ფინანსური სანქციები ამოქმედდება. ფულის გათეთრების რისკების და ბიზნესის პოლიტიკასთან კავშირების შემცირება – ასეთია არგუმენტები, რითაც „ქართული ოცნება“ დაანონსებულ ცვლილებებს ხსნის. ინიციატივა ერთ-ერთია იმ შვიდი მიმართულებიდან, რომელიც ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში გაწერა. ოპოზიცია დაფინანსების ახალ მოდელს იწუნებს. ოპონენტი პოლიტიკური ძალებისთვის შეთავაზებული პროექტი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემურ საკითხებს ვერ აგვარებს.
საპარლამენტო განხილვები დიდი ალბათობით ხმაურის ფონზე გაიმართება.