გიორგი გახარიას პარტიაში მიხეილ სააკაშვილის წერილს პასუხობენ.
მსჯავრდებული პრეზიდენტი დაინტერესდა, ექნება თუ არა გახარიას გუნდის წევრების მხარდაჭერა ისეთი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც კონკრეტულად სააკაშვილს არ დაუკავშირდება. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და ლიდერის განცხადებები ალოგიკურია და ახალი ინიციატივების წამოჭრისას სჭირდებათ ჩამოყალიბება.