გიორგი გახარია საკუთარი პარტიის რეგიონულ ორგანიზაციას აჭარაში აფუძნებს. ბათუმში ის მხარდამჭერებს შეხვდა. გიორგი გახარია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან, კონსტანტინე ანანიაშვილთან ერთად იმყოფება. შეხვედრაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები და მხარდამჭერები იმყოფებიან. მათ შორის ქალაქის საკრებულოს ყოფილი და მოქმედი წევრები, ასევე ბათუმის ყოფილი მერი, ჯემალ ანანიძე.
კომენტარს გიორგი გახარია შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. სავარაუდოდ, რეგიონულ ორგანიზაციას ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი, ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს.