ზუგდიდში პარტიის რეგიონალური ოფისი გახსნა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ. ღონისძიებაზე შეკრებილები იყვნენ პარტიის წარმომადგენლები სამეგრელოს რაიონებიდან. ასევე რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი, რომლებმაც თანამდებობა გახარიას მიერ პარტიის შექმნის შემდეგ დატოვეს. გიორგი გახარიას თქმით, მისი პარტიის ოფისები ყველა მუნიციპალიტეტში იქნება, სადაც ძირითადად იმუშავებენ ახალგაზრდები.