პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნა

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. როგორც მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო მიზნებისთვის იყენებს და ეხმარება დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში, რაც უნდა შეწყდეს.

მისივე თქმით, „უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს“.