პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. ანა ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის მხარდამჭერს აკაკი ბართაიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იარაღი ჩაუდეს და უკანონოდ დააკავეს.
გახარიას პარტიაში განმარტავენ, რომ ბართაიას დაკავებამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარტიული საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოცნება წინა ხელისუფლების მეთოდებს იყენებს და ხალხს პოლიტიკური ნიშნით აკავებს. ბრალდებას აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.