პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სენაკში ცესკო-ს მიერ შუალედური არჩევნების დანიშვნას, უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ცესკო ხელისუფლების ინტერესით მოქმედებს. მეზვრიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნების დანიშვნა იქ გადაწყვიტეს, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მანდატები დატოვეს. მეზვრიშვილის განცხადებით, სენაკში უკანონოდ ხორციელდება პარტია „საქართველისთვის“ წევრების მოსყიდვა.