პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს, მათი მხარდამჭერებისა და წევრების მიმართ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ეს პროცესი 11 მაისიდან დაიწყო, თუმცა ახლა განსაკუთრებულად აქტიურ ფაზაშია შესული. საუბარია საჯარო სამსახურებიდან მოხელეების, ასევე საპატრული პოლიციის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე. გიორგი გახარიას პარტიაში ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლება იმ ბიზნესმენებსაც ავიწროებს, რომლებიც მათ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ.
პარტია „საქართველოსთვის“ ამ ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის. უმრავლესობაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ამ ბრალდებების დასასაბუთებლად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინონ.