გიორგი გახარიას პარტია, უკრაინის ომის ფონზე, ხელისუფლებას საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხალხს მთავრობასთან მეტი კომუნიკაცია სჭირდება ყველა საკითხზე, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით. „პარტია საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან სავიზო რეჟიმს გადახედოს და ვადები შეამციროს.