„ქართულ ოცნებას“ ზეწოლაში ადანაშაულებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნა ხდება. მისივე ინფორმაციით, აჭარის ორგანიზაციიდან წევრების წასვლაც სწორედ ძალადობასა და დაშინებას უკავშირდება. მეზვრიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში მოქალაქეები დაუცველები, სახელმწიფო ინსტიტუტი კი მოშლილია.