პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

„გიორგი გახარიას ან შეეშინდა და საკუთარი გუნდი მიატოვა, ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს“ – ასეთია ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის შეფასება. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას გადადგომა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა. ამ და სხვა ბრალდებებს პარტიაში „საქართველოსთვის“ ჭორაობას უწოდებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკას საგამოძიებო მოქმედებები უნდა მოჰყვეს.

მოამბე