პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ დაპირისპირება

პარტიები „საქართველოსთვის“ და „ლელო“ კოალიციური ერთობის შექმნის საკითხს გამორიცხავენ. „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ სანამ გიორგი გახარია კონკრეტულ კითხვებს არ გასცემს პასუხებს, რაიმე სახის გაერთიანება წარმოუდგენელია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ კი განაცხადა, რომ „ლელოს“ მიზანია, გადალახოს 5-%-იანი ბარიერი მომავალ არჩევნებში და ამასთან ერთად მისი თქმით, „ლელოს“ პოლიტიკური დღის წესრიგი გიორგი გახარიას გარშემო ტრიალებს.