პარტია „ქართველთა ერთობის“ განცხადება

პარტია „ქართველთა ერთობა“ განცხადებით ეხმაურება უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლადო გამსახურდიას შესახებ.

პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემის, „სტრანას“ მიერ გამოქვეყნებული სტატია სიცრუეა. მათი თქმით, ლადო გამსახურდიას, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მოხალისედ იბრძვის, არც სოციალურ ქსელში და არც პირად საუბრებში არასდროს უთქვამს, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში რევოლუციის მოწყობას აპირებს. პარალელურად, პარტია „ქართული ერთობის“ წევრებმა დღესვე წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამეს, რომლის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას საფლავს პატივი მიაგეს და მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში მხარდამჭერებს შეხვდნენ. პარტია „ქართველთა ერთობის“ თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთობის განსამტკიცებლად ერთ-ერთი ლიდერი ენგურის ხიდიდან თბილისამდე ფეხით ჩამოვიდა.