„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ქუთაისში შეხვდა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა და გუნდის სხვა ლიდერებმა მიმართეს. ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ითქვა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან ერთად ღირსებითა და მშვიდობით ევროკავშირში გაწევრიანებაა.