„ექსპო-ჯორჯიაში“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ რიგით მეორე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე დელეგატები პარტიის ახალ თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს ირჩევენ. დღესვე „ლელოს“ წევრები საზოგადოებას განახლებულ „მარშლის გეგმასაც“ წარუდგენენ.