„ანაკლია – კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და ანაკლიის პორტი“- ამ სახელწოდებით შეხვედრა გაიმართა პარტია „ლელოსა“ და საექსპერტო საზოგადოებას შორის. „ლელოს“ ლიდერებმა ანაკლიის განვითარების ხედვა წარადგინეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ანაკლიის პროექტი თავიდანვე იყო ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტი, თუმცა, ხელისუფლებამ ამ პროექტის განსახორციელებლად საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია შეარჩია. „ლელოს“ ბრალდებას მმართველ გუნდში უპასუხეს.