პარტია „ლელოს“ მოთხოვნა

შოვში მომხდარი სტიქიის საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების გარდა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, მიმდინარე გამოძიებაა. პარტია „ლელო“ მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, და ის არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ უნდა აწარმოოს, რადგან პარტიის წევრთა თქმით, კითხვები სტიქიის შედეგებზე რეაგირების კუთხით, სწორედ ამ უწყებას დაქვემდებარებული ორგანოების მიმართ არსებობს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ როგორც „ლელო“ ისე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შოვის სტიქიით სპეკულირებენ და გამოძიების გადაკვალიფიცირების საკითხს არა „ლელოს“ მოთხოვნა, არამედ თავად გამოძიების პროცესი და მიმდინარეობა განსაზღვრავს.