სოფელ უდაბნოსთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარების კანდიდატები წარადგინა პარტია „ლელომ“. კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პრობლემების გადაჭრაში დახმარებას ჰპირდება.