„ლელო“ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში ერთვება. პარტიის ლიდერები მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებების ფონზე, ეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დადასტურების ერთადერთი გზაა. მათი განცხადებით, მიღების პუნქტები გაიხსნება ოფისებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.