პარტია „ხალხისთვის“ საჩივარი

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა პარტიამ „ანა დოლიძე ხალხისთვის“. პარტიაში აცხადებენ, რომ უბნებზე ფიქსირდებოდა არაერთი დარღვევა, მათ შორის ბათილად ცნობილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, პარტიას მაჟორიტარულ ნაწილში ხმების დიდი რაოდენობა აქვს მიღებული და პროპორციულ ნაწილში შედეგი ხელოვნურად არის შემცირებული. ისინი უბნების გახსნას და ხმების გადათვლას ითხოვენ.