„გირჩი“ თავდაცვის ახალ კოდექსს აპროტესტებს – პარტია და მის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ ამ წუთებში პარლამენტთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი გახდეს. ამასთან, ისინი განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ახალი კოდექსით გათვალისწინებულ იმ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველი რელიგიური ორგანიზაციის წევრობა აღარ იქნება.
ნათია ქენქაძე დეტალებით.