„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ წარსულში იარაღის ტარების უფლების მქონე პირებს, ეს უფლება კვლავ აღუდგეთ. იაგო ხვიჩიას განცხადებით, მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს იარაღის ტარების უფლების გაგრძელებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომაც. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საფრთხის წინაშეა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოშიც.