უშედეგოდ დასრულებული მედიაციის შემდეგ, „გირჩი“ უმრავლესობასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების რეჟიმში გადადის. „ვაპირებთ, რისიც გვჯერა, ის გავაკეთოთ, წავიდეთ და „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად დაველაპარაკოთ, რადგან ხელოვნური კრიზისის შექმნის მონაწილე გვგონია“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არავითარი ახალი ფორმატი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ლაპარაკი იქნება.
დღის თემა