„გირჩი“ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ხმის ფარულობის დარღვევის მიზეზით ითხოვს. პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია პარლამენტის წინ გამართეს. „გირჩის“ ლიდერებისთვის ოპოზიციის აქციებზე გაჟღერებული მოთხოვნები ბუნდოვანია, ამიტომ როგორც თავად განმარტავენ, უფრო მკაფიო მოთხოვნით აქციებს ახლა თავადაც გამართავენ.