„გირჩი“ პირობას ასახელებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ის თანახმა იქნება, ბოიკოტზე უარი თქვას და პარლამენტში შევიდეს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბოიკოტზე უარის თქმის საპირწონე იქნება თუკი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე იქნება თანახმა, რაზეც ოპოზიციაა შეთანხმებული. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე უარის შემდეგ ის საკითხია, რამაც, შესაძლოა, მის პარტიას გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ზურაბ ჯაფარიძის პოზიციას იმეორებს მისი თანაგუნდელი იაგო ხვიჩიაც. თუმცა, ის ამბობს, რომ უბრალოდ „ქართული ოცნებისგან“ ამ ნაბიჯს არავინ ელოდება“.