პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გორში გახსნა.
ორგანიზაციას მამუკა ფანიაშვილი უხელმძღვანელებს. გახსნის ღონისძიებას პარტიის ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები, პოლიტიკური საბჭოს წევრები, საკრებულოების დეპუტატები, ასევე პარტიის მხარდამჭერები და პარტიული აქტივი ესწრებოდნენ. მათ გიორგი გახარიამ სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.