პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგია, რომ რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების დელიმიტაციის დაწყებასა და ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ითხოვს. გიორგი გახარიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რისკის ქვეშ დააყენა. პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთში ანექსიური პროცესები დაჩქარდა, რის არგუმენტადაც რუსეთის ფედერაციის მიერ 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული განცხადება მოჰყავს. აღნიშნულის საპასუხოდ, მმართველ გუნდში გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანაში ახალი საგუშაგოს დადგმაზე საუბრობენ, რაც მათი თქმით უმძიმესი პროვოკაცია იყო. არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მშვიდობიანი პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს ტერიტორიების დეოკუპაციისათვის. მისივე თქმით, ამ საკითხზე „ქართულ ოცნებას“ პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია აქვს.