პარტია „გახარია საქართველოსთვის" განცხადება

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, წარადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ყოველი უპასუხო დღე, მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება.