პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ჰექტარი მიწის ფართობი ბელარუსის პრეზიდენტს გადასცეს. მისი თქმით, ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ჟურნალისტების ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტის შპს „ჟემჩუჟინა 2010“-სთვის 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემას ე.წ. პრემიერ-მინისტრი 2022 წლის სექტემბერში ოკუპირებულ ბიჭვინთაში ლუკაშენკოს „ვიზიტიდან“ მეორე დღეს დათანხმდა.
თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი შეახსენა და მოუწოდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი მოკვლევა ჩაატაროს და იმოქმედოს მანდატის ფარგლებში.