წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა პარტიამ „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.
პარტიის ლიდერებმა „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობა შეაფასეს და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მისვლით და აქტიურობით მოქალაქეებმა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეცვალონ. ელისაშვილი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ის და მისი გუნდის წევრები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც უპასუხებენ ტელეფონს და მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან.