პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის ინიციატივა ბუნდესტაგში
სამთავრობო კოალიციის დაშლის და პოლიტიკური კრიზისის ფონზე გერმანიის ბუნდესტაგში შესაძლოა პარტიის აკრძალვის პროცედურა დაიწყოს.
საუბარია ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკური განწყობებით ცნობილ პარტიაზე სახელწოდებით „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც რადიკალური ხედვების გამო გერმანელი კანონმდებლების ნაწილი დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. მთავრობის მწვავე კრიტიკით გამორჩეული და პარლამენტში 80 წევრით წარმოდგენილი პარტიის აკრძალვის შუამდგომლობის ავტორი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. აკრძალვის პროცედურის დასაწყებად საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა, რის შემდეგაც პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს. ინიციატივის ავტორები ცდილობენ, რომ პარტიის ასაკრძალად პარლამენტში გასავლელი შესაბამისი პროცედურები თებერვალში დანიშნულ ვადამდელ არჩევნებამდე მოასწრონ, თუმცა უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება საეჭვოა.