კიდევ ერთი არშემდგარი ერთობა. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ახლებთან კოალიციის შექმნის თაობაზე, ნიკა გვარამიამ უარით უპასუხა და თქვა, რომ მისი პარტია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არ აპირებს. გვარამიასგან განსხვავებით, სააკაშვილის წინადადებას იზიარებენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ერთიანობა საუკეთესო გზაა. არანაირ ოპოზიციურ ერთობას კონკურენტად არ მიიჩნევს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების დამარცხება გარდაუვალია.