კიდევ ერთი არშემდგარი ერთობა – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას უარით პასუხობს. ყოფილმა პრეზიდენტმა არჩევნებზე პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალს“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. გვარამიას განცხადებით, მისი პარტია არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ აპირებს შეერთებას.
„ახალისგან“ განსხვავებით, სააკაშვილის მოწოდება მოიწონეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი განცხადებით, ძალების გაერთიანების იდეას მხარს „ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით უჭერენ.
შეგახსენებთ, ინიციატივა მსჯავრდებულმა სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ გააჟღერა.