პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. შენობასთან არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და პოლიტიკოსები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კანონპროექტების მიღება არ მოხდეს.