პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უსმენენ. თეა ახვლედიანი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება პოლიტიკური დებატებიც. თეა ახვლედიანის ანგარიშის მოსმენამდე, დეპუტატებმა სხდომა დახურეს და ამ ფორმატში იმსჯელეს ღია ყოფილიყო თუ დახურული დღევანდელი მინისტრის საათი, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება და სხდომა მედიისთვის ღია იქნება.