პარლამენტში, შესაძლოა, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრებით დაკომპლექტებული ახალი ფრაქცია შეიქმნას

პარლამენტში შეიძლება ახალი ფრაქცია შეიქმნას, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებით დაკომპლექტდება. მანამდე კი პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე საკანონდებლო ორგანოში დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას. უმრავლესობის წევრების ნაწილი სამდივნოს გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს და აცხადებენ, რომ საკითხი გუნდთან უნდა შეთანხმებულიყო.

არ არის გამორიცხული, “ქართული ოცნებიდან” ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიის პოლიტსაბჭოს განხილვის საკითხი გახდეს. უკვე დღეს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო.

შორენა ხვიჩია გვერთვება პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან  – რას აცხადებს გედევან ფოფხაძე?