პარლამენტში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ” კანონპროექტზე მსჯელობენ
პარლამენტში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ” კანონპროექტზე მსჯელობენ.
სამუშაო შეხვედრაში ბიზნესომბუდსმენი, საბანკო ასოციაციის, ბიზნესასოციაციაციის და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ის მორატორიუმია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის შესყიდვაზე დაწესდა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ცვლილება ნეგატიურად აისახა საბანკო სექტორზე და ფერმერებისთვის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობაზე.