ცვლილებების პროექტის ჩავარდნის გამო, საპარლამენტო უმრავლესობიდან რვა დეპუტატი წავიდა.
ხვალ გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა უმრავლესობაში ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ წევრები. დღის მეორე ნახევრიდან მმართველ გუნდში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში არიან შეკრებილები. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არის.
თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.